ჩვენი სერვისები
გთავაზობთ ადვოკატის მომსახურებას სისხლის სამართლის სფეროში:
- კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია;
- საქმის სამართლებრივი ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა;
- ეფექტური გამოძიების ჩატარება;
- წარმომადგენლობა მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენისას, აგრეთვე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე;
- ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დაცვა გამოძიებასა და სასამართლოში;
- ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისთვის მომზადება;
- საპროცესო შეთანხმების გაფორმება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა, განრიდება;
- სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.
გთავაზობთ ადვოკატის მომსახურებას სამოქალაქო სამართლის სფეროში:
- კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია;
- საქმის სამართლებრივი ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება;
- წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში;
- წარმომადგენლობა საარბიტრაჟო სასამართლოებში;
- სამოქალაქო-სამართლებრივი ტიპის ხელშეკრულებების შედგენა;
- საოჯახო-მემკვიდრეობითი, სანივთო და სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა.
გთავაზობთ ადვოკატის მომსახურებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროში:
- კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია;
- საქმის სამართლებრივი ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება;
- წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
- ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გასაჩივრება, სამართალდამრღვევის ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში;
- წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.
მომსახურების ენა
გთავაზობთ მომსახურებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე

