მომსახურება

ჩვენი სერვისები

გთავაზობთ ადვოკატის მომსახურებას სისხლის სამართლის სფეროში:

  1. კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია;
  2. საქმის სამართლებრივი ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა;
  3. ეფექტური გამოძიების ჩატარება;
  4. წარმომადგენლობა მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენისას, აგრეთვე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე;
  5. ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დაცვა გამოძიებასა და სასამართლოში;
  6. ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისთვის მომზადება;
  7. საპროცესო შეთანხმების გაფორმება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა, განრიდება;
  8. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.

გთავაზობთ ადვოკატის მომსახურებას სამოქალაქო სამართლის სფეროში:

  1. კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია;
  2. საქმის სამართლებრივი ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება;
  3. წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში;
  4. წარმომადგენლობა საარბიტრაჟო სასამართლოებში;
  5. სამოქალაქო-სამართლებრივი ტიპის ხელშეკრულებების შედგენა;
  6. საოჯახო-მემკვიდრეობითი, სანივთო და სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა.

გთავაზობთ ადვოკატის მომსახურებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროში:

  1. კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია;
  2. საქმის სამართლებრივი ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება;
  3. წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  4. ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში;
  5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გასაჩივრება, სამართალდამრღვევის ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში;
  6. წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.

მომსახურების ენა

გთავაზობთ მომსახურებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
ka_GE
Created by Studio FD